07 ნოე 2026, 21:35
1პარიზში, დღეს, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ ბრძოლა და ახალგაზრდებისთვის უკეთესი სოციალური პირობების შექმნა იყო.
აქციაში მონაწილეობდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები და მოქალაქეები.ისინი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ.
ქალაქში, უსაფრთხოების მიზნით, გაძლიერებული იყო პოლიციის მობილიზება, ხოლო რამდენიმე მეტროსადგური დროებით დაიხურა.