ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა კონტაქტურ კარატეში

07 ნოე 2026

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა კონტაქტურ კარატეში.

შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე 12-დან 18 წლამდელი ვაჟები და გოგონები გავიდნენ. ჩემპიონ-პრიზიორები სხვადასხვა წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

შეჯიბრებაში 12 ქვეყნის 377 სპორტსმენი მონაწილეობს. ხვალ კი ახალგაზრდებსა და უფროსი ასაკის მებრძოლებს შორის „ბათუმის გრან-პრი“ გაიმართება.

ტატამიზე ევროპის მოქმედ ჩემპიონებსა და პრიზიორებს ვიხილავთ. „ბათუმი ოუფენი“ და „ბათუმის გრან პრი“ აჭარის სპორტის სამინისტროს, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის სპორტის სასახლის მხარდაჭერით ტარდება. ის ტრადიციულია და ჩვენი ქალაქი მას უკვე მესამედ მასპინძლობს.