07 ნოე 2026
შუახევის სპორტულ ცენტრში აჭარის 2026 წლის აბსოლუტური ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში გაიმართა.
ტურნირში აჭარის მუნიციპალიტეტებიდან 18 წლისა და უფროსი ასაკის 26 სპორტსმენი მონაწილეობდა. 2026 წლის აბსოლუტური ფალავნის ტიტული თომა გელაშვილმა მოიპოვა.
ვიცე-ჩემპიონი თამაზ დიასამიძე გახდა, ბრინჯაოს მედალი კი რატი წულუკიძემ დაისაკუთრა. ტურნირში მონაწილეობა პირველად მიიღო რატი წულუკიძემ, რომელმაც სადებიუტო გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა და საკუთარ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულები ფულად პრიზებთან ერთად თასებით, მედლებით, სიგელებითა და სხვა ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. აბსოლუტურ ფალავანს კი დამატებით ტრადიციული პრიზი - ცხვარი გადაეცა.
შეჯიბრება აჭარის ქართული ჭიდაობის ორგანიზების და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.