07 ნოე 2026
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 5 ნოემბერს, ორი ძმის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით გადაწყვიტა სამი ძმის მკვლელობა.
მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, სოფელ ლამბალოში, ბრალდებულმა რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი სამხედრო დანიშნულების საბრძოლო ვაზნების გამოყენებით რამდენჯერმე ესროლა ძმებს, რომელთაგან ორი მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამე ძმას ნასროლი ტყვიები ასცდა.
იარაღიდან სროლის შედეგად საფრთხე შეექმნა ძმებთან ერთად მყოფი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა იგი მალევე დააკავეს" - აღნიშნული გაცხადებაში.