07 ნოე 2026
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები ქმნის ჯგუფს, რომელიც ხელს შეუშლის ირანს იარაღის გადატანაში ქვეყნის სახმელეთო საზღვრებსა და კასპიის ზღვაზე.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის სამუშაო ჯგუფი დაეხმარება აშშ-ის ხელისუფლებას ირანისთვის სახმელეთო გზებით თანამედროვე იარაღისა და სხვა მასალების ტრანსპორტირების შეზღუდვაში.
დანაყოფს „რკინის კარიბჭე“ ერქმევა და იგი დაახლოებით 20 სამხედრო და სამოქალაქო სპეციალისტისგან შედგება, რომლებიც ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში იქნებიან განლაგებულნი.
„ახალი დანაყოფი კოორდინაციას გაუწევს აშშ-ის სხვა სამთავრობო უწყებებს, რათა ხელი შეუშალოს მოწინავე იარაღის სისტემების, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების, სანქცირებული მასალების და უკანონო ფინანსური ნაკადების გადაადგილებას ირანის სახმელეთო საზღვრებსა და კასპიის ზღვაში“, – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.