ბათუმში ბუნებრივი ღვინის ფესტივალი “სუპერნატურალი” იმართება

07 ნოე 2026

ბათუმში ბუნებრივი ღვინის ფესტივალი “სუპერნატურალი” იმართება, სადაც ქართული ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები და მუსიკის მოყვარულები არიან შეკრებილები.

ფესტივალის პირველ დღეს დამთვალიერებლებს საკუთარი პროდუქციის დაგემოვნება 80-მდე მეღვინემ შესთავაზა, ხვალ კი ღონისძიება ბუნებრივად ცქრიალა ღვინოებს დაეთმობა.

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ტრადიციული დისკუსიები და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ თემატური ლექციები ბუნებრივი ღვინის ისტორიისა და განვითარების შესახებ და პირადად გაიცნონ მეღვინეები. 

 ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.