ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ღონისძიება "გმირის დღე" გაიმართა

07 ნოე 2026

საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის - „გმირის დღის“ ფარგლებში, ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაზე თბილისის ჩუღურეთის რაიონის №220 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული გმირის, გიორგი მაზნიაშვილის შესახებ თეატრალური კომპოზიციები წარადგინეს.

ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი სტუმრებს მარო მაყაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა გააცნეს.

ღონისძიების ფარგლებში, საჯარო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებასა და საერთო პროექტები განხორციელებას.

ღონისძიებას პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.