ტეხასის მერი არჩევნების შემდეგ ფედერალურ საიმიგრაციო სამსახურთან თანამშრომლობას ზღუდავს

07 ნოე 2026, 15:46

0
გაზიარება:

აშშ-ის შუალედური არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ტეხასში, სადაც შტატის მასშტაბით ხელისუფლებაში დემოკრატები მოვიდნენ, ჰიუსტონის მერმა ქალაქის პოლიციის დეპარტამენტს დაავალა, შეზღუდოს თანამშრომლობა ფედერალურ საიმიგრაციო სამსახურებთან.

მერმა ჯონ უიტმაირმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი შტატის ახლად არჩეულ გუბერნატორთან, ვიცე-გუბერნატორთან და ფინანსურ ინსპექტორთან კონსულტაციების შემდეგ გადადგა.

მისი თქმით, მიზანი ტეხასის ყველაზე ხალხმრავალ ქალაქში შიშისა და შფოთვის შემცირებაა. „ეს არის სწორი ნაბიჯი, რომელიც სწორ დროს იდგმება“, - განაცხადა უიტმაირმა პრესკონფერენციაზე, სადაც მან თავისი განკარგულება გამოაცხადა. 

მერმა აღნიშნა, რომ მას აღარ აწუხებს შესაძლო საპასუხო ზომები მოქმედი რესპუბლიკელი გუბერნატორის  მხრიდან,  რომლის უფლებამოსილების ვადა იწურება.