სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

25 ივნ 2017

ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტში თვითმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. პროცესი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. უმაღლეს სასწავლებელში თვითმართველობის თავმჯდომარეს  2006 წლიდან, ორი წლის ვადით ირჩევენ.

ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტში 7 ათას 300 სტუდენტია. პირველ ეტაპზე თვითმართველობის 95 წევრს აირჩევენ. ისინი კი თავმჯდომარის კანდიდატურას დაასახელებენ.  ამ დრომდე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმართველობას ბექა მაკარაძე ხელმძღვანელობს.