აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბერლინში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

07 ნოე 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბერლინში მცხოვრები ქართველი თანამემამულეები, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები.

 მონაწილეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.