ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გამოსვლის გამო, ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

07 ნოე 2026

ფრანგული კლუბის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გამოსვლის გამო, ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული PSG-ს წევრმა, უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე, გოლით ან საგოლე გადაცემით, ზედიზედ ყველაზე მეტ მატჩში მონაწილეობის რეკორდი დაამყარა.2025-2026 წლების სეზონში, PSG-ს შემადგენლობაში, კვარაცხელიამ გოლი ან საგოლე გადაცემა ზედიზედ შვიდ შეხვედრაში მიითვალა. მან რეკორდული მაჩვენებელი 2026 წლის 25 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდში დაამყარა.

კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ მატჩში მინიმუმ ერთი გოლით ან საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ეს მიღწევა გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ ოფიციალურად აღიარა.შედეგად, კვარაცხელია უკვე "გინესის მსოფლიო რეკორდების" 2027 წლის საფეხბურთო გამოცემაშია.