თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კეიტ დილონს შეხვდა

07 ნოე 2026

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, განათლებისა და კულტურის ბიუროს ხელმძღვანელს, კეიტ დილონს შეხვდა.

ამის შესახენ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში, თამარ ტალიაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება და განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და პარასპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.

 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური კავშირების გაძლიერებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას აშშ-ში, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, შედეგზე ორიენტირებული ინიციატივების, ვიზიტების გაცვლისა და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავების მიმართულებით თანამშრომლობის გასაძლიერებლად.