საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო შანხაიში მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში(𝐂𝐈𝐈𝐄) მონაწილეობს, სადაც 𝟑𝟕 ქართული კომპანიითა და სამი თემატური პავილიონით არის წარმოდგენილი.
გამოფენას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრო. დელეგაციის წევრებმა ქართული პავილიონები დაათვალიერეს და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.
საქართველო 𝐂𝐈𝐈𝐄-ში ზედიზედ მეცხრედ მონაწილეობს. გამოფენა მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის, ახალი საქმიანი კავშირების დამყარებისა და საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის