07 ნოე 2026
ევროლიგის მე-10 ტურში თორნიკე შენგელიას „დუბაი“ მის ყოფილ გუნდს, „ვირტუს ბოლონიას“ ესტუმრა და 93:75-ით დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ 23 წუთი ითამაშა, რა დროში 14 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება დააგროვა, თუმცა საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის მთავარი მოვლენები მატჩის დაწყებამდე განვითარდა - ის „ვირტუსის“ დიდების დარბაზში შეიყვანეს და სიმბოლური საჩუქარიც გადასცეს. ფანები მას ოვაციებით დახვდნენ.
შენგელია „ვირტუსში“ 2022-2025 წლებში თამაშობდა და კლუბი იტალიის ჩემპიონის რანგში დატოვა. „დუბაი“ 7 მოგებით და 3 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 12 ნოემბერს, „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრება.