სამბოს მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლით დაასრულა

07 ნოე 2026

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, სამბოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლით დაასრულა.

ვახტანგ ჩიდრაშვილმა კი, რომელიც 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, პლანეტის პირველობა მეშვიდედ მოიგო.

გიორგი გამჯაშვილი პარა სამბოში, 79 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა და საქართველოს ამ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოუტანა. 

საბრძოლო სამბოში, 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი ეგნატაშვილმა, ბრინჯაოს მედალი მოიგო რამინ ყიფშიძემაც პარა სამბოში, 98 კილოგრამ წონით კატეგორიაში.