07 ნოე 2026
ჩინეთის ქალაქ შენჟენში სტარტი აიღო გრანპრის სერიის მესამე ეტაპმა ფიგურულ ციგურაობაში. შეჯიბრების პირველ დღეს სპორტსმენებმა წარმოადგინეს მოკლე პროგრამები.
ქართველი მოციგურავეები ოთხივე კატეგორიაში მონაწილეობდნენ. თავისუფალი პროგრამის წინ ქართველი სპორტსმენების პოზიციები შემდეგნაირად გადანაწილდა: ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა - მეორე ადგილი, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი - მეორე ადგილი, ანასტასია გუბანოვა - მეორე ადგილი, ნიკა ეგაძე - მეშვიდე ადგილი.
თავისუფალი პროგრამები სპორტულ წყვილებსა და ცეკვებში, ასევე, ქალებში შეჯიბრება დღეს გაიმართება. ხოლო მამაკაცებში 8 ნოემბერს.