ბათუმი კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობს

07 ნოე 2026

ბათუმის სპორტის სასახლეში, დღეს, სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა კონტაქტურ კარატეში. შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე 12-დან 18 წლამდელი ვაჟები და გოგონები გავლენ და „ბათუმი ოუფენის“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ხვალიდან კი ასპარეზობაში უკვე „ბათუმის გრან პრიზე“ ახალგაზრდები და უფროსი ასაკის მებრძოლები ჩაერთვებიან. მათ შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონები და პრიზიორები. შეჯიბრებაში 12 ქვეყნის 377 სპორტსმენი მონაწილეობს.

„ბათუმი ოუფენი“ და „ბათუმის გრან პრი“ აჭარის სპორტის სამინისტროს, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის სპორტის სასახლის მხარდაჭერით ტარდება. ის ტრადიციულია და ჩვენი ქალაქი მას უკვე მესამედ მასპინძლობს. შეჯიბრება ხვალ დასრულდება.