07 ნოე 2026
სენეგალის დედაქალაქ დაკარში ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გრძელდება. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციიდან სენეგალში უკვე იმყოფებიან ქართველი მოჭიდავეები - დავით მძევაშვილი, ლუკა მახარაძე, ბოგდან კვანტალიანი, ნურადინ მუსტაფაევი, მოკრივე ემილ ისმაილოვი, ტაეკვონდოისტი შოთა ზედგენიძე, მშვილდოსანი დავით ბასილაძე და მძლეოსანი ნინო გოგიტიძე.
სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს ოლიმპიურ სოფელში სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, პარლამენტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი შეხვდნენ. მათ სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.
აფრიკის კონტინენტი ოლიმპიურ თამაშებს ისტორიაში პირველად მასპინძლობს.