დავით ბასილაძის კარგი სტარტი ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე

07 ნოე 2026

დაკარში მიმდინარე მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დავით ბასილაძემ მშვილდოსნობის სარეიტინგო რაუნდი მეექვსე ადგილზე დაასრულა. ქართველმა მშვილდოსანმა 60 მეტრიდან 72 გასროლით 680 ქულა დააგროვა.

ბასილაძეს პირველი 36 ისრის შემდეგ 343 ქულა ჰქონდა, მეორე ნახევარში კი 337 დაამატა. სარეიტინგო რაუნდში პირველ ადგილს რვა ქულით ჩამორჩა. წინასწარი დაწყვილებით, მე-16-ედ ფინალში ბასილაძის მეტოქე კანადელი იქნება, რომელმაც 627 ქულით 27-ე ადგილი დაიკავა.

ბადეში მეექვსე და 27-ე ნომრების შეხვედრა დღეს გაიმართება. შეჯიბრებაში 32 სპორტსმენი მონაწილეობდა.