07 ნოე 2026
აშშ-ის რაიონულმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პროექტის მშენებლობა, რომელიც ვაშინგტონში 76-მეტრიანი ტრიუმფალური თაღის მშენებლობას ითვალისწინებს.
მოსამართლემ გადაწყვეტილება დედაქალაქის დაგეგმარების კომისიისა და ეროვნული პარკების სამსახურის მიერ პროექტის დამტკიცების შემდეგ მიიღო.
მისივე განმარტებით, პროექტის დამტკიცება გულისხმობს სამწლიან სამშენებლო სამუშაოებს, რაც ხელს შეუშლის საგზაო მოძრაობას, გამოიწვევს ხმაურს, ასევე, მასშტაბურ მიწისქვეშა და მიწისზედა სამუშაოებს.
ტრიუმფალური თაღის პროექტი იმ რამდენიმე ძვირადღირებულ პროექტს შორისაა, რომელთა განხორციელებასაც ტრამპი, ადგილობრივი ჩინოვნიკებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, ვაშინგტონში ცდილობს.