07 ნოე 2026
ბრაზილიის უმსხვილეს ქალაქ სან-პაულუს ცენტრალურ ნაწილში ოთხსართულიანი კომერციული შენობის სახურავი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მანამდე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა ათეულობით იყო.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტის დროს 20 ადამიანი შენობის ერთ-ერთ ოთახში აღმოჩნდა ჩაკეტილი, რომელიც არ დაზიანებულა.
ჩამონგრეული შენობა სან-პაულუს ტრადიციულ კომერციულ ცენტრში მდებარეობს, სადაც მრავალი იაფიანი სავაჭრო ცენტრია განთავსებული. სახურავის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ადგილზე ნანგრევების გასუფთავება და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.