07 ნოე 2026
ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში, სითიგრუპის ბანკის ოფისის ტერიტორიაზე სროლის შედეგად, ბანკის თანამშრომელი დაიღუპა.
თავდამსხმელი, რომელიც ვალის ამოღებასთან დაკავშირებული დავის გამო გაღიზიანებული იყო, ავტომობილით შეიჭრა ტერიტორიაზე და ცეცხლი გახსნა. ის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა საპასუხო სროლის შედეგად გაანეიტრალეს.
პოლიციის განცხადებით, მანამდე თავდამსხმელი ბანკის მიერ დაქირავებულ იურიდიულ ფირმას დაუკავშირდა და შეიარაღებული თავდასხმით დაიმუქრა, თუ 2 ათას 500 დოლარის ოდენობის გადაუხდელი ვალის გამო სასამართლოს დავას არ შეწყვეტდნენ.