07 ნოე 2026
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვდა იმ დელეგაციის წევრებს, რომლებიც უკრაინის ომთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში მიემგზავრებიან.
კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პუტინმა დაადასტურა, რომ აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებები, რომლებშიც უკრაინისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, სამშაბათს, 10 ნოემბერს დაიწყება.
რუსეთის ლიდერი მადლობას უხდის არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობას, რომელიც თანმიმდევრულად ეხმარება მოსკოვს უკრაინის კრიზისის გადაჭრის გზების ძიებაში, ასევე, ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.
აბუ-დაბიში რუსულ დელეგაციას კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს, უკრაინულს კი სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი.
მანამდე, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა დაადასტურა ვაშინგტონის შუამავალი როლი ამ პროცესში.