ზელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს, არ შეაფერხონ სარაკეტო სისტემების მიწოდების პროცესი

07 ნოე 2026, 12:49

0
გაზიარება:

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსული ძალები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, მდინარე დნეპრზე გამავალ ხიდებსა და სხვა ინფრასტრუქტურაზე ახალ დარტყმებს გეგმავენ. 

თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ  უკრაინის საჰაერო  და შეიარაღებული ძალები თავდაცვისთვის ემზადებიან, რაც, მისივე თქმით, მარტივი  არ იქნება. 

უკრაინის ლიდერი უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდების აუცილებლობაზე საუბრობს და პარტნიორებს მოუწოდებს, არ გადადონ მიწოდების პროცესი, რადგან თითოეულ დღეს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.