ტაოსა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ ოჯახებს უწყვეტი წყალმომარაგება ექნებათ 

07 ნოე 2026

ბათუმის მერიამ, ცენტრალურ და ადგილობრივ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან კოორდინაციით, ტაოსა და მიმდებარე ქუჩებზე წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრის სამუშაოები დაიწყო.

პროექტი მიზნად ისახავს აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრები 300-მდე ოჯახის უწყვეტ წყალმომარაგებას. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები გეოლოგები, რომლებმაც ჭაბურღილების მოწყობისთვის შესაბამისი ადგილები უკვე განსაზღვრეს.

პირველ ეტაპზე, დაგეგმილია 160 მმ დიამეტრის საუბნო ჭაბურღილის მოწყობა. მისი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ შეფასდება წყლის რესურსის მოცულობა, თუ რამდენად უზრუნველყოფს იგი მოსახლეობის 24-საათიან წყალმომარაგებას.

საჭიროების შემთხვევაში დამატებით ჭაბურღილის მოწყობაც დაიგეგმება. წყლის განაწილების სისტემის გამართვას შპს „ბათუმის წყალი“ უზრუნველყოფს. 

ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების დასრულებამდე შპს „ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიებები უკვე განახორციელა.