07 ნოე 2026
ვფიქრობ, რუსეთს და უკრაინას პირველად სურთ შეთანხმების მიღწევა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია შეთანხმებაზე, რომელიც მთელ ევროპას მოიცავს.
„როგორც ჩანს, რუსეთსა და უკრაინას პირველად სურთ შეთანხმების მიღწევა. ჩვენ შეხვედრებს ვმართავთ. დღეს სატელეფონო საუბრები მქონდა. ხვალაც ვისაუბრებ. ჩვენ გვექნება შეხვედრები ორშაბათს და სამშაბათს. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი შეთანხმება იქნება. ვფიქრობ, ის მთელ ევროპას მოიცავს. ეს ძალიან მასშტაბური შეთანხმება იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა.