06 ნოე 2026
როგორ ხორციელდება "რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა" - სამედიცინო ცენტრ „სანიტასში“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოზარდების მშობლებთან და ცენტრის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
პროგრამის განხორციელების პროცესი, არსებული საჭიროებები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები საუბრის მთავარი თემა იყო.
პროგრამა მიზნად ისახავს 7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ქცევითი სირთულეების შემცირებას, სოციალური უნარების განვითარებასა და ოჯახების მხარდაჭერას.
მომსახურება ასევე მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობას, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ თერაპიას, საჭიროების შემთხვევაში მშობლების, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ბენეფიციართა რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულია 116 ბენეფიციარი, ბიუჯეტი კი 360 000 ლარს შეადგენს.