ქუთაისის თოჯინების თეატრის შენობას საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა

06 ნოე 2026

ქუთაისის თოჯინების თეატრის შენობას საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

136 წლის წინათ აგებულ შენობაში განაახლეს ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა. ქუთაისში კულტურის მინისტრი ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მიმდინარე რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებსაც გაეცნო.  

პროექტი ითვალისწინებს სცენისა და აკუსტიკური სისტემების მოდერნიზაციას. რაც შეეხება ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრს, მაია ბითაძე ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას გაეცნო. 

თეატრის უნიკალური კომპლექსი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურება ქართული დრამატული ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას, დღეისათვის ავარიულ მდგომარეობაშია და მასშტაბურ რეაბილიტაციას საჭიროებს.