პოლიტიკური კავშირების გაღრმავების პარალელურად, საქართველო ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე მუშაობს

06 ნოე 2026

პოლიტიკური კავშირების გაღრმავების პარალელურად, საქართველო ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე მუშაობს.

შეხვედრები უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან, იმპორტიორ კომპანიებთან, სადისტრიბუციო და საცალო ქსელებთან -საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე 37 კომპანიითა და სამი თემატური პავილიონით პოზიციონირებს.

საქართველო ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან მსჯელობს და განიხილავს ქართული პროდუქციის ცენტრალიზებულად და კონსოლიდირებულად მიწოდების საკითხებზე.    

პირველად გამოფენის ისტორიაში, ქართულმა მხარემ სპეციალური ღონისძიებაც გამართა.