06 ნოე 2026
ხელვაჩაურში, პროექტ "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, მუნიციპალიტეტის 720-მა პირველკლასელმა ადგილობრივი კლიმატური პირობების მიხედვით შერჩეული სხვადასხვა სახეობის ხე საკუთარი ხელით დარგო.
მათ შორის: კავკასიური ფიჭვი, ცაცხვი, კოლხური ბზა, ქართული მუხა და ჰიმალაის კედარი. მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციის ცენტრის ორგანიზებით, პროექტი 9 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ამ პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება გამწვანების აქციაში.
პროექტის მთავარი მიზანია მოზარდებში ადრეული ასაკიდანვე ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.