ქვემო ქართლის სამხედრო რეგიონულმა ცენტრმა ნებაყოფლობითი წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა

06 ნოე 2026

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელობა, რუსთავში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს შეხვდა და მათ მადლობის წერილები გადასცა.

სამხედრო მოსამსახურეებმა მათ  ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესები და პირობები გააცნეს, ასევე ისაუბრეს ნებაყოფლობითი რეგისტრაციის პრივილეგიებსა და უპირატესობებზე.