საჯარო მმართველობის ინოვაციები, ციფრული ტრანსფორმაცია და ქართული რეფორმები გაერო-ს სამიტზე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა

06 ნოე 2026

საჯარო მმართველობის ინოვაციები, ციფრული ტრანსფორმაცია და ქართული რეფორმები გაერო-ს სამიტზე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა.

მაღალი დონის შეხვედრები საჯარო მმართველობის ინოვაციების სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს.

გაერო-ს ექსპერტთა კომიტეტის წევრ როლფ ალტერთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობას ინკლუზიური საჯარო ინსტიტუტების მშენებლობაში.

საბერძნეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლებთან კი მხარეებმა ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება და ინსტიტუციური მოდერნიზაცია განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებაზე, მათ შორის იუსტიციის სახლებზე, მობილურ სერვისებსა და ინოვაციურ პროექტ „გონიერ კონტრაქტზე“, რომლებმაც საჯარო მომსახურება მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა.