06 ნოე 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხს, კომისიის წევრ რიმა ბერიძეს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს და პროექტის "გმირის დღე" მონაწილე მოსწავლეებს შეხვდა.
პროექტის ფარგლებში 6-7 ნოემბერს სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიება გაიმართება. მოსწავლეები გიორგი მაზნიაშვილისა და მარო მაყაშვილის ცხოვრებასა და ღვაწლს შემოქმედებითი აქტივობებით გაეცნობიან. ინიციატივა ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობის გაძლიერებას ემსახურება.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ეროვნული გმირების მაგალითის განზოგადება ახალგაზრდებისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის შეხსენებას ისახავს მიზნად. ზურაბ პატარაძემ სკოლებს შორის თანამშრომლობის გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეებს ცოდნის და შემოქმედებითი რესურსების გაზიარების საშუალებას მისცემს.