06 ნოე 2026
ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მუზეუმის საქმიანობას, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს საქართველოს კულტურის მინისტრი გაეცნო.
მაია ბითაძემ ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციაც მოისმინა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუცია და განძთსაცავია.
მუზეუმში დაცულია ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპონატები.
მუზეუმის განახლების პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 452,12 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები. განახლდება მუზეუმის შიდა და გარე სივრცეები.