06 ნოე 2026
ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა კონსულტაციები გამართა პოლიტიკურ ფრაქციებთან მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტი მთავრობის ფორმირებისთვის შერჩეულ კანდიდატს კვირას, 8 ნოემბერს დაასახელებს. ამის შემდეგ კი მას მთავრობის ფორმირების მცდელობისთვის 42 დღე ექნება.
ახალი კოალიციის შექმნამდე ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩება. ჰერცოგმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეცადონ, თავიდან აიცილონ არჩევნების კიდევ ერთი რაუნდი.