დონალდ ტრამპი: ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და აშშ-ის თანხმობის გარეშე ვერაფერს გააკეთებს

06 ნოე 2026

ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და აშშ-ის თანხმობის გარეშე ვერაფერს გააკეთებს, - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, აშშ ირანში უკვე შვიდი თვეა იმყოფება და აკონტროლებს ყველაფერს, რისი კონტროლიც სურს. ტრამპი ვარაუდობს, რომ ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.