06 ნოე 2026
მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევა გლობალურ რეიტინგს ქმნის მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობისა და რეგულაციების ხარისხის მიმართულებებით.
გამოკითხვის საფუძველზე კანონის უზენაესობა ორი მიმართულებით შეფასდა: სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობა დავების გადაწყვეტისას.
შეფასების 100%-იან სისტემაში საქართველომ 59% აიღო და ევროპაში მე-15 ადგილი დაიკავა.
საქართველომ გაასწრო ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირისა და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს, მათ შორის, დიდი შვიდეულის წევრ ორ ქვეყანას.