06 ნოე 2026
ფიბა-ს ევროთასის მეექვსე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ რუმინული „კლუჟ-ნაპოკა“ 113:73 დაამარცხა.
შერმადინმა 14 წუთი ითამაშა და საკმაოდ შედეგიანად: ქართველმა ცენტრმა 21 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა და ხაიმე ფერნანდესთან ერთად საუკეთესო იყო.
„ტენერიფე“ B ჯგუფში 5 მოგებითა და 1 წაგებით ლიდერია.