თურქეთის პარლამენტმა საუდის არაბეთთან და პაკისტანთან ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

06 ნოე 2026, 12:28

0
გაზიარება:

თურქეთის პარლამენტმა „მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა.

ეს არის თავდაცვითი პაქტი პაკისტანს, საუდის არაბეთსა და თურქეთს შორის, რომელიც ანკარას საშუალებას აძლევს, სამხედრო დახმარება გაუწიოს ერ-რიადს ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების მხრიდან თავდასხმების შემთხვევაში.

შეთანხმების თანახმად, ერთ-ერთ მხარეზე თავდასხმა ყველა მათგანზე თავდასხმად განიხილება. თურქეთის მმართველი პარტია პარლამენტს ასევე წარუდგენს მანდატს, რომელიც ამ პაქტის ფარგლებში საუდის არაბეთში სამხედრო პერსონალის განთავსების უფლებას იძლევა.