06 ნოე 2026
აშშ-ის ომის მდივანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ დაუპირისპირდება კონგრესში მის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესს და ირანთან ომს მამაცურსა და ისტორიულს უწოდებს.
ეს განცხადება პენტაგონის ხელმძღვანელმა შუალედური არჩევნების შემდეგ გააკეთა, რომელშიც რესპუბლიკელთა მარცხს სწორედ ირანის ომს უკავშირებენ.
ჰეგსეტის ეს კომენტარი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, იმ დროს გაკეთდა, როდესაც კონგრესში მისი ოპონენტების მხრიდან თავდასხმები გაძლიერდა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს ჰეგსეტის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებას და მას მხარდაჭერას უცხადებს.