ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს

06 ნოე 2026

„განათლება გლობალურ სამყაროში: კვლევა, პოლიტიკა და პრაქტიკა“ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს.

ღონისძიება განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების, კვლევის შედეგებისა და პედაგოგიური გამოცდილების განხილვას, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებასა და პროფესიულ დიალოგს ემსახურება.

სამეცნიერო კონფერენციაში უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი, მკვლევარები, პრაქტიკოსი მასწავლებლები და განათლების ადმინისტრატორები მონაწილეობენ.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ კვლევით მიღებული ცოდნის გამოყენებაზე.

კონფერენციის მეორე დღე სამუშაო შეხვედრას დაეთმობა, სახელწოდებით „ციფრული ინსტრუმენტები სასკოლო საგანმანათლებლო პრაქტიკაში: ინტერაქტიული სწავლების შესაძლებლობები“.