06 ნოე 2026
სამუშაო შეხვედრა ტყის ხანძრების მართვის საკითხებზე. შეხვედრა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ტყის ხანძრების პრევენციისა და მართვის მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა ხანძრის რისკების შეფასებაზე, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერებასა და რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თუშეთის, ფშავ-ხევსურეთის, ვაშლოვანის, კოლხეთისა და ალგეთის დაცული ტერიტორიების, ასევე ჭაჭუნას აღკვეთილის ადმინისტრაციებისთვის ტყის ხანძრების მართვის გეგმების შემუშავება.