პარლამენტში "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების განხილვა იწყება

06 ნოე 2026

პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვა იწყება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტები განიხილავენ.

ცვლილებების მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად ცესკო შეაჯამებს. შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე შემცირდება.

ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიებს აღარ ექნებათ ვალდებულება, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგები ხელახლა გადათვალონ.

ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებებიც იცვლება - არჩევნების საბოლოო შედეგს საოლქო კომისიების ნაცვლად ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმსაც ცესკო გამოსცემს.