სასკოლო ტურნირი დებატებში

24 ივნ 2017, 20:00

0
გაზიარება:

დებატები მოსწავლეებს შორის. სასკოლო ტურნირში  აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 16 გუნდი მონაწილეობს. პრიზიორები და საუკეთესო მოდებატეები დღეს გამოვლინდებიან. მომხსენებლებმა ადამიანის უფლებების საკითხზე იმსჯელეს.

აჭარის პირველობამდე მოსწავლეებმა ტრენინგები გაიარეს. ტურნირი ''დებატ-კლუბის'' ინიციატივით გაიმართა. მანამდე ორგანიზაციამ საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ჩაატარა. სასკოლო დებატები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ''კლუბების ხელშეწყობის პროგრამის'' ფარგლებში დაიგეგმა.