05 ნოე 2026
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორულ და სასულიერო მუსიკის მეოცე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალში ინგლისელი, ლიეტუველი, პოლონელი და ქართველი შემსრულებლები მონაწილეობენ.
სამდღიანი აქტივობა მოიცავს როგორც საკონცერტო ნაწილს, ასევე კონფერენციებს, რომლებსაც იტალიელი, რუმინელი, ბერძენი და თურქი მეცნიერები გაუძღვებიან. ფესტივალი დღეს საკონცერტო ნაწილით გაიხსნა და ხვალ კონფერენციით გაგრძელდება, რომელიც უახლოეს კვლევებს მოიცავს. ფესტივალი შვიდ ნოემბერს დაიხურება. დახურვის ცერემონიაზე მონაწილეები დაჯილდოვდებიან.
ფესტივალის მიზანია ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია.