05 ნოე 2026
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა, სადაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მინისტრს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამა კირიონმა მიაწოდა.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, საპატრიარქოს, სახელმწიფოს, ქართველი სპეციალისტებისა და საერთაშორისო ექსპერტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ტაძრის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. შესრულებულია პირველადი გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები.
გელათის სამონასტრო კომპლექსის ეტაპობრივი აღდგენა სახელმწიფოს დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვით მიმდინარეობს.
პროცესი ხორციელდება საერთაშორისო ექსპერტების მიერ იუნესკოს რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავებული ჰოლისტიკური საკონსერვაციო გეგმის მიხედვით.