05 ნოე 2026
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილს სომეხმა კოლეგამ უმასპინძლა.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას, ასევე სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლებებში ქართველი და სომეხი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობას.
საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემო და გამოწვევები იყო.