არჩევნების შედეგების გასაჩივრების უფლება რჩება, თუმცა მისი გამოყენების წესი და საფუძვლები იცვლება

05 ნოე 2026

არჩევნების შედეგების გასაჩივრების უფლება რჩება, თუმცა იცვლება მისი გამოყენების წესი და საფუძვლები.

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრება მხოლოდ კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. 

სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს სასამართლო კონტროლს ზღუდავს და არჩევნების შედეგების სრულფასოვანი გადამოწმების შესაძლებლობას ამცირებს. 

პრემიერი კი ირწმუნება, რომ ცვლილებები მხოლოდ ელექტრონული არჩევნების პირობებში პროცედურების გამარტივებას ემსახურება.

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების  განხილვა პარლამენტში ხვალიდან იწყება.