თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, კინოდოკუმენტალისტმა ოლიკო ჟღენტმა საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი კინოქრონიკები წარადგინა

05 ნოე 2026

თბილისის საარქივო ფილმების მე-5 საერთაშორისო ფესტივალზე, აჭარის მუზეუმის სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის ფონდისა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ეგიდით, კინოდოკუმენტალისტმა ოლიკო ჟღენტმა საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი კინოქრონიკები - "ვასილ ამაშუკელის შემოქმედებითი საღამო ქუთაისის დრამატულ თეატრში" და "თბილისის ფუნიკულიორზე" წარადგინა.

კინოქრონიკა ავტორმა ცნობილი ქართველი კინოდრამატურგისა და კინოს ისტორიკოსის, კარლო გოგოძის, პირად არქივში მოიძია.