05 ნოე 2026
აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა "შავნაბადამ“ მიმდინარე მუსიკალური ტურნეს ფარგლებში მორიგი კონცერტი გამართა.
ანსამბლი მსმენელის წინაშე ამჯერად ჰამბურგში, ლეგენდარულ ელბის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარდგა და ქართული, მათ შორის აფხაზური ტრადიციული მრავალხმიანი კომპოზიციები შეასრულა.
კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან და გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად დაესწრო.
"შავნაბადა" გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობს და მორიგ კონცერტს მიუნხენში გამართავს.